საქართველო VS ავსტრალია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მსოფლიო თასი დღეს ავსტრალიასთან შეხვედრით დაიწყო. თამაში საფრანგეთში, ამ წუთებში მიმდინარეობს. ჩვენი ქვეყნის გუნდი ავსტრალიას, ისტორიაში მეორედ ხვდება. ლევან მაისაშვილის გუნდს ავსტრალიის გარდა ჯგუფში პორტუგალიის, ფიჯის და უელსის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. შეხვედრას ესწრება კულტურის სპორტისა და ახლგაზრობის მინისტრი, თეა წულუკიანი