მიწისძვრა მაროკოში
მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 1000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 1 200-ზე მეტი კი დაშავდა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქალაქი მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი
