მეწყერი სამეგრელოში
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდშიც. დაიტბორა ქალაქის რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლები. სოფელ ჭაქვინჯში მეწყერის შედეგად, ერემაძეების უბანში ბაჩუკი ერემაძის საკარმიდამო ნაკვეთი დაზიანდა. უსაფრთხოების მიზნით, ოჯახი სოფლიდან გაიყვანეს