ბორჯღალოსნები და ქართული ღვინო პარიზში
მსოფლიო ჩემპიონატის სტარტი საქართველოს რაგბის კავშირმა ერთი დღით ადრე, პარიზის ინტერ კონტინენტალში აღნიშნა, სადაც საქართველოს ღვინის სააგენტოსთან ერთად სარაგბო ელიტას, ქართულ დიასპორას და მარკეტინგულ სააგენტოებს უმასპინძლა. სტუმრებს ქართული რაგბის და ღვინის ურთიერთ კავშირი “ქართული ხმების” კონცერტისა და დეგუსტაციის ფონზე წარმოუდგინეს. მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების მატჩების პარალელურად ქართული ღვინის, კულტურისა და ისტორიის პრეზენტაცია მოგვიანებით ქალაქ ბორდოშიც გაიმართება