საქართველო VS ავსტრალია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის მსოფლიო თასი დღეს ავსტრალიასთან შეხვედრით დაიწყება. ბორჯღალოსნები ძლიერ მეტოქეს პარიზში, სტად დე ფრანსზე დაუპირისპირდებიან. საქართველო ავსტრალიას ისტორიაში მეორედ ხვდება, პირველი შეხვედრა კი 2019 წელს 27:8 დათმო. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. ლევან მაისაშვილის გუნდს ავსტრალიის გარდა ჯგუფში პორტუგალიის, ფიჯის და უელსის წინააღმდეგ მოუწევს თამაში
