„აფრიკის კავშირი“ „დიდი ოცეულის“ მუდმივი წევრია
აფრიკის კავშირი „დიდი ოცეულის“ მუდმივი წევრი გახდა. გადაწყვეტილება „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში მიიღეს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო. 2-დღიან სამიტზე მსოფლიო ლიდერები მდგრად განვითარებაზე, კლიმატურ ცვლილებებსა და გეო პოლიტიკურ საკითხებზე იმსჯელებენ. სამიტზე არ მიუწვევიათ უკრაინა, რუსეთს კი, პუტინის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სამიტს ესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი
