სომხეთის ელჩს რუსეთმა საპროტესტო ნოტა გადასცა
სომხეთის ელჩს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს. როგორც ლავროვის უწყებაში განმარტეს, სომხეთის ელჩის დაბარების მიზეზი ერევნის მხრიდან არა მეგობრული ნაბიჯების გადადგმა გახდა. საუბარია სომხეთში რომის სტატუსის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე, უკრაინაში პრემიერ ფაშინიანის მეუღლის ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე, ასევე, ამერიკა სომხეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნაზე, რომელიც 11 სექტემბერს უნდა დაიწყოს
