მიწისძვრა მაროკოში
მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით კლინიკებში 600-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ დასავლეთით, ატლასის მთებში მდებარეობდა. მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. დანგრეულია ასობით საცხოვრებელი სახლი და კულტურული ძეგლები. სამძებრო სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება
