ანზორ ჩუბინიძის განმარტება
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკაში ვიზიტი იყო კომერციული და შესაბამისად თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან არ გადახდილა. მისი თქმით, ეს არ იყო პრემიერის პირველი კერძო ვიზიტი. შეგახსენებთ, რომ მთავრობის სტრატკომის განცხადებით, მიზან მიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად ამერიკაში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს ამერიკაში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით
