მასშტაბური საერთაშორისო სამაშველო ოპერაცია
თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ღრმა გამოქვაბულში ამერიკელი მკვლევარია ჩარჩენილი. მის გადასარჩენად მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია მიმდინარეობს. 40 წლის მამაკაცი უკვე 6 დღეა, მორკას ღრმულში იმყოფება. ოპერაციას რთული გარემო პირობები აფერხებს. მაშველები იმედოვნებენ, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეს გამოქვაბულიდან კვირის ბოლომდე ამოიყვანენ
