კიევი რომის პაპს აკრიტიკებს
კიევში გამორიცხავენ, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი რომის პაპმა შეასრულოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „აზრი არ აქვს საუბარს რომის პაპზე, როგორც შუამავალზე, თუ მას აშკარად პრორუსული პოზიცია აქვს. აქამდე ისე ვიქცეოდით, თითქოს ამას ვერ ვამჩნევდით, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ ამ ადამიანის პოზიცია არის პრორუსული“ - აღნიშნა პოდოლიაკმა
