ხანძარი ეროვნული არქივის ეზოში
ხანძარი იყო ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში. არსებული ინფორმაციით შენობაში ნიტრო ფუძიანი კინოფირები ინახებოდა. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინო არქივში ინახება. ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
