სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებები
გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში შექმნა. ამ დრომდე რთულია ვითარება რამდენიმე სოფელში. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა როგორც უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, ყველა მოქალაქე, რომელსაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგა, კომპენსაციას მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს და გურიაში არსებული რთული ვითარება შეაჯამეს. სტიქიას გურიაში სამი ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია
