ბრიფინგზე ჯოზეფ ბორელს და ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა შეკითხვებით მიმართეს
ბრიფინგზე ჯოზეფ ბორელს და ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა შეკითხვებით მიმართეს. ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შარშან, როდესაც ქვეყანა ელოდებოდა სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რადიკალური ძალებისა და მათი მხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით, ევროპარლამენტში ანტისტატუსის მოწოდების მქონე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ჩვენს მიზანს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
