ჯოზეფ ბორელისა და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები
საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე, საიმედო, სანდო პარტნიორი ნატოს მისიებისთვის, ავღანეთში, ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში ცენტრალურ აფრიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
