ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის პოლიტიკური გზავნილები
თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, და თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე -პრეზიდენტთან ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.