საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე და ევროკავშირთან არსებულ პარტნიორობაზე, მაღალი შეფასება მიეცა უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტს როგორც მხარდაჭერისა და პარტნიორობის მორიგ დადასტურებას.
