სტიქია გურიაში - ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი
სტიქიის შედეგად რთული ვითარებაა გურიაში. სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი. სოფელ სილაურში კი ქალის ცხედარი იპოვეს. ეძებენ ერთ ადამიანს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები. პრემიერის დავალებით მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი უკვე გაემგზავრა სტიქიის ზონაში
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
