ჯოზეფ ბორელის შეხვედრა პარლამენტში
პრემიერთან შეხვედრამდე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. ჯოზეფ ბორელს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, იყოს სამართლიანი. ქვეყნის პირველი კანონმდებელი ამბობს რომ ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა, ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირისთვის მიუღებელია
