ფაშინიანის განცხადება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარულმა კრიზისმა კულმინაციას მიაღწია. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი განაგრძობს ლაჩინის დერეფნის ბლოკადას და ახალი სამხედრო პროვოკაციების მოსაწყობად ემზადება, რაზეც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან აზერბაიჯანული ძალების განთავსება მიანიშნებს. სომხეთის პრემიერის განცხადებით, შექმნილი ვითარება სამხრეთ კავკასიაში ახალი აფეთქების თავიდან ასაცილებლად მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მხრიდან სერიოზული ზომების მიღებას
