ჰუმანიტარული დახმარების შესაძლო მოპარვის ფაქტები უკრაინააში
უკრაინის უმაღლესმა რადამ პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ჰუმანიტარული დახმარების შესაძლო მოპარვაზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, კომისია ამ საკითხს ერთი წლის განმავლობაში იკვლევდა და საბოლოოდ 88-გვერდიანი დასკვნა დადო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოცემული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც ჰუმანიტარული ტვირთების მიღება-განაწილების პროცედურებს შეეხებოდა, ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება „ჰუმანიტარული დახმარების შესახებ“ უკრაინის კანონს. როგორც ირკვევა, ჰუმანიტარული დახმარების დიდ ნაწილზე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო კონტროლი არ ხორციელდებოდა, რის შედეგადაც ტვირთის დაკარგვის ასობით ფაქტი გამოვლინდა. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე მოკვლევა კი საგამოძიებო ორგანოების მიერ ეფექტიანად არ ხორციელდება. ზაფხულში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტმა სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების გაუჩინარების 650-მდე შემთხვევა დააფიქსირა. ჰუმანიტარული ტვირთის გაყიდვის ფაქტები გამოავლინა უკრაინის ეკონომიკური უსაფრთოების ბიურომაც
