ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის ანგარიშგების საკითხებში. ასევე, საქართველოში უკეთესი მდგრადობის შესახებ ანგარიშგების განვითარება. გათვალისწინებული იქნება აღიარებული საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ევროკავშირის კორპორაციული ანგარიშგების დირექტივის მოთხოვნები
