დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. საუბარია არასრულწლოვანის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეობის გაყიდვის ფაქტზე. საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული მამაკაცის, მობილური ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეობი, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები ამოიღეს. მამაკაცი ზუგდიდის რაიონში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
