სტრასბურგის უარი მელიას
სტრასბურგის სასამართლოში ნიკა მელიას წაგებულ საქმეზე გადაცემა „იმედი ლაივში“ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. რატი ბრეგაძის თქმით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი და სრულ შესაბამისობაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. იუსტიციის მინისტრს ახლა კითხვები ნიკა მელიასთვის გადამდგარ ყოფილ პრემიერთან გიორგი გახარიასთან აქვს
