მთავრობის სტრატკომის განცხადება
მთავრობის სტრატკომის განცხადებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი შვილთან ერთად, ამერიკაში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩარტერული რეისით, პრემიერი თბილისიდან ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, ხოლო შეერთებულ შტატებში რეგულარული რეისით გაემგზავრა. სტრატკომი წერს რომ ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა
