წყალდიდობა ბრაზილიაში
ბრაზილიის სამხრეთ ნაწილს ტროპიკულმა ციკლონმა გადაუარა. ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სულ მცირე 36 ადამიანი, ეძებენ დაკარგულებს. რიო-გრანდი-დუ-სულის შტატში სტიქიის შედეგად ათობით საცხოვრებელი შენობაა დანგრეული. მიმდინარეობს როგორც ძებნა-შველის, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. შტატის მოსახლეობას აფრთხილებენ რომ ციკლონის გამო ძლიერი წყალდიდობა კვლავ მოსალოდნელია
