წყალდიდობის შედეგები
საბერძნეთში შტორმი დანიელის შედეგად პელიონის რეგიონში საავტომობილო გზები და ხიდები ჩაინგრა. ძლიერი წვიმის გამო, ქუჩები და დასახლებული უბნები დაიტბორა ათენშიც. რამდენიმე ბერძნული სოფელი ცივილიზაციას არის მოწყვეტილი. სტიქიამ სბერძნეთში 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 7 მოქალაქე დაიღუპა წყალდიდობის დროს თურქეთშიც. ძლიერმა წვიმამ სტამბოლის ქუჩები დატბორა. სტიქიამ თურქეთის უდიდეს ქალაქში 2000-მდე საცხოვრებელი სახლი და კომერციული შენობა დააზიანა. წყალდიდობაა ბულგარეთშიც. შავი ზღვის სანაპიროზე, სტიქიის დროს დაღუპული 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბულგარეთის ცარევოს მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
