პესკოვის განცხადება
ვაშინგტონის გეგმა რომ უკრაინას გაყინული რუსული აქტივები გადასცეს უკანონო ქმედებაა და მოსკოვის მხრიდან ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება - განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა. დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და რუსეთი თავის უფლებებს დაიცავს. 6 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას გადასცემს 5 მილიონი დოლარის ოდენობის აქტივებს, რომლებიც სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ჩამოერთვათ. თანხა უკრაინის სამხედრო ვეტერანების მხარდასაჭერად გამოიყენება
