სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევაზე
კონტრშეტევით ოპერაციაში უკრაინას პროგრესი აქვს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის არმიამ რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა მოახერხა. როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელძღვანელმა აღნიშნა, უკრაინელი ჯარისკაცები ყოველდღიურად ასობით მეტრის ტერიტორიას იბრუნებენ. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა დასძინა, რომ წარმატების მიუხედავად, კონტრშეტევითი ოპერაცია მარტივი არ არის, ვინაიდან უკრაინელი სამხედროები გზად უამრავ წინააღმდეგობას აწყდებიან
