რეკრეაციული სივრცე „მზიურში“
თბილისის მერიამ მზიურის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში მდებარე მიწის ნაკვეთი დაიბრუნა, სადაც რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ორჰექტარ ნახევარ ფართობზე საფეხმავლო ბილიკები, სპორტული მოედანი, საპიკნიკე არაელი, ცხოველების სასეირნო ზონა, დასასვენებელი პავილიონი, გადმოსახედი, გარე განათების, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემები მოეწყო. სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა