საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაიწყო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უკვე თბილისშია. ჯოზეფ ბორელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასევე გლობალური უსაფრთხოების საკითხები - ეს არის თემები, რასაც ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ. ჯოზეფ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ
