ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, უკრაინაში თქვა რომ შეერთებული შტატები უკრაინას მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, უკრაინაში თქვა რომ შეერთებული შტატები უკრაინას მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ენტონი ბლინკენის განცხადებით, 665 მილიონი დოლარი სამხედრო და სამოქალაქო სექტორის უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება, დარჩენილი თანხა კი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამნაღმველი აღჭურვილობის შესაძენადაა განკუთვნილი.
