შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშტი კიარამიანს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს არგიშტი კიარამიანს შეხვდა. მხარეებმა მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს, განიხილეს სამომავლო პერსპექტივები და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
