ევროკავშირის გაფართოებას პუტინის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციალი აქვს - განაცხადა ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა
ევროკავშირის გაფართოებას პუტინის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციალი აქვს - განაცხადა ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა. ლორენს ბუნმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებში რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებასა და ჩარევებს აქვს ადგილი და ეს სერიოზული პრობლემაა.
