საქართველო VS გიბრალტარი
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე ქუთაისში, „შენგელია არენაზე“ გიბრალტარის ასაკობრივი გუნდი იქნება. შესარჩევი ეტაპის ცე ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, შვედეთის, მოლდოვის, ნიდერლანდებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდების წინააღმდეგ მოუწევს თამაში. საქართველო-გიბრალტარის შეხვედრა კი დღეს 20:00 საათზე დაიწყება
