ბულგარეთში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ბულგარეთში წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ ყველაზე მეტად ცარევოს მუნიციპალიტეტი დააზარალა. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა საქალაქო ინფრასტრუქტურა. დაიტბორა საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროებიც. რეგიონში საგანგებო მდგოამრეობაა გამოცხადებული. ბულგარეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ნაწილი გაიყვანა
