ასეანის სამიტი
ჯაკარტაში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, იგივე ასეანის სამიტი მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, აუცილებელია ახალი ცივი ომის თავიდან აცილება და სახელმწიფოთა შორის დავების გონივრული გადაწყვეტა. პრემიერი სამიტის ფარგლებში შეხვედერებს გამართავს ამერიკის ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან
