იერიში კიევზე
უკრაინის საჰერო თავდაცვამ დედაქალაქის მიმართულებით რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში მოიგერია. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფრომაციით, ოკუპანტების მიერ გასროლილი ყველა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ნამსხვრევები დედაქალაქის სიახლოვეს ჩავარდა და ხანძარი გამოიწვია. შედეგად დაზიანდა შენობები და დაიწვა ავტომობილები. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფრომაციით, არავინ დაშავებულა და ხანძარი ლიკვიდირებულია
