ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კიევში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ენტონი ბლინკენი პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებს შეხვდება. სააგენტო როიტერი და სიენენი, სახელმწიფო დეპარტამენტის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფრომაციას რომ კიევში ვიზიტის ფარგლებში, ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს დააანონსებს
