კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლში
იუსტიციის სახლის თავმჯდომარე, სემეკის ხელმძღვანელს შეხვდა. დავით ნარმანიაკომუნალურ სერვისებზე მოქალაქეთა მიმართვიანობის მაჩვენებელს გაეცნო. მიმდინარე წელს მოქალაქეთა მიმართვიანობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების სერვისებით, 2022 წელს კი 74 418-მა მოქალაქემ ისარგებლა. იუსტიციის სახლისა და სემეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომუნალურ მომსახურებაზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო ხასიათის ბანერები იუსტიციის სახლის 117 ფილიალში განთავსდა
