პრემიერი EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. ისაუბრეს საქართველოში იბიარდის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მთავრობის მეთაურმა ვიცე-პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვეედრაზე აღინიშნა, რომ იბიარდის პორტფელი საქართველოში დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 287 პროექტში შეადგენს. ამ ინვესტიციების 82 პროცენტი კერძო სექტორშია. ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შეხვედრაზე განიხილეს შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს და განახლებადი წყაროების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას
