სტიქია თურქეთში
თურქეთის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. ყველაზე მეტად სტიქიამ ქირქლარელის პროვინცია დააზარალა. დატბორილია სტამბოლის ქუჩებიც. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. ნაპოვნია ორი ცხედარი. ოთხს ამ დრომდე ეძებენ
