კრემლი ფაშინიანის განცხადებას აკრიტიკებს
რუსეთი ერევანში გაკეთებული განცხადებებით უკმაყოფილოა. კრემლის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი არ ეთანხმება სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას რომ რუსი სამშვიდობოების მისია ჩავარდა. პესკოვმა ერევანს ასევე შეახსენა, რომ რუსეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე სომხეთში და მათი უმეტესობა რუსეთის პატრიოტია. ფაშინიანის განცხადებებს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვაც, რომელმაც ერევანს რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების ორგანიზაციიდან საკუთარი წარმომადგენელი გაიწვია, მინისტრთა კაბინეტმა კი ქვეყნის პარლამენტს რატიფიკაციისთვის, რომის სტატუტი წარუდგინა
