შეხვედრა სახალხო დამცველთან
სახალხო დამცველს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა. ლევან იოსელიანს უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს. ომბუდსმენს მიწის სისტემური რეგისტრაციის, დამისამართებული საქართველოსა და ბიზნესსუბიექტების ხელახალი რეგისტრაციის რეფორმების შედეგების შესახებ შუალედური პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე წარუდგინა. საუბარი შეეხო იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულთა შრომით უფლებებსაც
