საქართველოს ევროინტეგრაცია
საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი პირველად ჩამოვა. ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ხვალ დაიწყება. მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესია. ბორელი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯოზეფ ბორელი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში
