სტიქია ჩინეთში
ჩინეთს ტაიფუნმა „ჰაიკუიმ“ გადაურა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ ფუძიანის პროვინციაში სტიქიამ ძლიერი წვიმა, ქარი და წყალდიდობა გამოიწვია. ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ. ფუძიანის პროვინციაში, ტაიფუნის გამო დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლები და საავტომობილო გზები. რეგიონში განგაშის წითელი დონე ამოქმედდა. სტიქიის ზონიდან 114 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა