ლიეტუვის პრეზიდენტი უკრაინის კორუფციულ სკანდალზე
უკრაინაში მიმდინარე კორუფციული სკანდალი დასავლეთის მხრიდან იარაღის მიწოდების პროცესს აფერხებს. აღნიშნული განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში გააკეთა. გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ უკრაინის კორუფციული სკანდალი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კიევის დასავლელ პარტნიორებზე. აღნიშნული განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ვოლიდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი თანამდებობიდან გადააყენა. მინისტრის შეცვლის ოფიციალურ ვერსიად კორუფცია არ დასახელებულა, თუმცა ბოლო პერიოდში უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, იარაღის შესყიდვის დროს ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე