პუტინის მოთხოვნები - უკრაინის პასუხი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის სანაცვლოდ, ვლადიმერ პუტინის მიერ წაყენებული მოთხოვნები „შანტაჟის კლასიკური ფორმაა“ - კულებამ ასევე კომენტარი გააკეთა, თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ მარცვლეულის შეთანხმებაზე კიევმა პოზიცია უნდა შეარბილოს. მისი თქმით, კიევი დათმობებზე წასვლას არ აპირებს. სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს, თუკი დასავლეთი რუსული სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა და სასუქების ექსპორტზე შეზღუდვებს მოხსნის