ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯუფება, რომლის შემდგენლობაში ძირითადად ქართველები იყვნენ, სხვადასხვა ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ. უწყების ცნობით, კონკეტულ ქალაქში ჩასვლის შემდეგ ეჭვმიტანილები ათობით პოტენციურ სახლს მარკერით ნიშნავდნენ, ღამის საათებში ძარცვავდნენ, შემდეგ კი გასაძარცვად სხვა ქალაქში გადადიოდნენ. ესპანეთის პოლიციის განმარტებით, კრიმინალურ დაჯგუფებას ე.წ. კანონიერი ქურდები მართავდნენ. ასევე ცნობილია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები თანხებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ. რამდენიმე ეჭვმიტნალის დაკავების შემდეგ, მათი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ძვირადღირებული საათები, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული ამოიღო