ისრაელის საელჩოს დაფინანსებით ახალი სათბური აშენდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ისრაელის ქნესეთის სპიკერმა და ისრაელის ელჩმა საქართველოში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გახსნეს. ახალი სათბური, ჰიდროპონიკის ტექნოლოგიით აღჭურვილია და მისი საერთო ღირებულება 95 ათასი დოლარია. ჰიდროპონიკის სისტემა სოფლის მეურნეობის ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანას ითვალისწინებს